Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ჯერჯერობით გაურკვეველია, "როგორ და როდის" დატოვებენ აშშ-ის სამხედროები გერმანიას


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 16 ივნისს განაცხადა, აშშ-ს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ გამოიყვანს თავის ათასობით ჯარისკაცს გერმანიიდანო.

"აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, როგორ და როდის მოხდება ეს", - თქვა სტოლტენბერგმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ვიდეოშეხვედრის დაწყების წინ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 ივნისს განაცხადა, რომ აშშ 25,000-მდე შეამცირებს გერმანიაში თავისი სამხედროების რაოდენობას. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,500-მდე ჯარისკაცია განთავსებული. ამ გადაწყვეტილებას შეშფოთებით შეხვდნენ ნატოელი მოკავშირეები.

ტრამპი გერმანიას ბრალს სდებს, რომ ის არ ასრულებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს თავდაცვაზე დახარჯული თანხების კუთხით და ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა ძვირი ჯდება.

სტოლტენბერგის თქმით, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნა ეხება "არა მხოლოდ ევროპის დაცვას, არამედ აშშ-ის ძალის დაცვასაც ევროპის მიღმა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG