Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გამოდის ბირთვულ ობიექტებზე დაშვების გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ


მოჰამად ჯავად ზარიფი
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანმა გააკრიტიკა გაეროს ატომური უწყების შეხვედრაზე რეზოლუციის შემუშავების გეგმა, რომელმაც მას ორ ობიექტზე ინსპექტორების დაშვებისკენ უნდა მოუწოდოს.

გავრცელებული მოლოდინით, ევროპის სახელმწიფოები რეზოლუციას მიმდინარე კვირაში, ვენაში წარუდგენენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს.

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა 16 ივნისს თქვა, ირანი "არ დაუშვებს" IAEA-ს გადაქცევას იარაღად, რომელმაც უნდა გაანადგუროს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულებაო.

აშშ ამ ხელშეკრულებას 2018 წლის მაისში გამოეთიშა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. ამის პასუხად, ირანი თანდათან არღვევს ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ შეზღუდვებს, თუმცა ამბობს, რომ შეუძლია ეს პროცესი შეაბრუნოს, თუკი ხელშეკრულებას უერთგულებენ დანარჩენი ხელმომწერები - ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი.

ირანი ღიად აცხადებს დარღვევების შესახებ და IAEA-ს ინსპექტორებს უშვებს გარკვეულ ობიექტებზე, დაკვირვების მიზნით. თუმცა, თეირანი უკვე ოთხ თვეზე მეტია უარს ამბობს, ხელმისაწვდომი გახადოს ორი ობიექტი, სადაც, შესაძლოა, წარსულში ბირთვული აქტივობა მიმდინარეობდა. ამ ორ ობიექტს არ მიიჩნევენ პირდაპირი კავშირის მქონედ ირანის ამჟამინდელ ბირთვულ პროგრამასთან, მაგრამ IAEA-ს სურს იცოდეს, თითქმის ორი ათწლეულის წინ იქ მიმდინარე მოქმედებები თუ იყო ჯეროვნად დეკლარირებული და ყველა მასალა აღრიცხული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG