Accessibility links

დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება


დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოში ელჩად დანიშნა მარკ კლეიტონი. ის საქართველოში მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება და ელჩის თანამდებობაზე შეცვლის ჯასტინ მაკკენზი სმითს.

მარკ კლეიტონი 2018 წლიდან დღემდე მინისტრთა კაბინეტში მუშაობს, ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე. მანამდე დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში. მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჯასტინ მაკკენზი სმითი, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, საქმიანობას სხვა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG