Accessibility links

13 თვის შემდეგ გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის გზის დაგება დასრულდა


13 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის საფარის დაგების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"პირველი სამუშაოები, რაც ჩატარდა, იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლა: საკანალიზაციო, წყლის მილები, გაზი, ელექტროსადენები - ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, კაპიტალურად გავაკეთეთ", - თქვა მან.

როგორც მერმა და მისმა მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადეს, გზის დაგების მიუხედავად, კვლავ არის დარჩენილი სამუშაოების ნაწილი, როგორიცაა ქუჩებზე შესახვევების მოწყობა, გარე განათების ნათურების შეცვლა და გზის დახაზვა.

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG