Accessibility links

სალომე ზურაბიშვილმა "ქაჯეთის ციხე" მოინახულა


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყანაში მოგზაურობას განაგრძობს. ის ამ მოგზაურობის ფარგლებში ციხისძირში, პეტრას ციხე-ქალაქში ("ქაჯეთის ციხეში") ჩავიდა. მოგზაურობის ამსახველი ფოტოები მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა.

საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან გაიხსნა. მან ამ დღიდან დაიწყო ქვეყანაში მოგზაურობა და ასე მიმართა მოქალაქეებს:

"მინდა თქვენთან ერთად დავიწყოთ მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი ადგილები. ისეთი ადგილები, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაბობა, რომელიც ღირს, რომ აღმოაჩინო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG