Accessibility links

მოსკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის F-22-ებმა გადაიტაცეს რუსეთის ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარების უნარი აქვთ


რუსეთის Tu-95MS-ის ტიპის ბომბდამშენები

მოსკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გადაიტაცეს რუსეთის ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარების უნარი აქვთ. მოსკოვის თანახმად, რუსეთის თვითმფრინავები პატრულირებდნენ ბერინგის სრუტის რაიონში, რომელიც ჩუკოტკის ნახევარკუნძულს ალასკისგან ყოფს.

17 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის F-22 გამანადგურებლები მიუახლოვდნენ რუსეთის ოთხ სტრატეგიულ ბომბდამშენ Tu-95MS-ებს, რომლებიც ნეიტრალური წყლების თავზე იმყოფებოდნენ ჩუკოტკის, ბერინგის სრუტისა და ოხოტის ზღვის რეგიონში.

„გარკვეულ ეტაპზე რუსეთის თვითმფრინავებს ესკორტს უწევდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-22-ები“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს თანახმად, საპატრულო ფრენა 11 წუთი გაგრძელდა.

10 ივნისს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა იტყობინებოდა, რომ მისმა გამანადგურებლებმა ორჯერ გადაიტაცეს რუსეთის თვითმფრინავები და ბომბდამშენები ალასკის ნაპირებთან.

მანამდე ერთი თვით ადრე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ რუსეთის ორი გამანადგურებელი Su-35 სახიფათოდ და არაპროფესიონალურად დაფრინავდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავის გადატაცებისას საერთაშორისო წყლების თავზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG