Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ბავშვი დაიხრჩო


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 17 ივნისს მოხდა.

"შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი მდინარის ჩქარი დინების გამო გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა", - ვკითხულობთ უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, ვერ გადაარჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG