Accessibility links

კიევის ცენტრში შეტაკებები მოხდა პრორუსული „შარის პარტიის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის


კიევის ცენტრში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მახლობლად, შეტაკებები მოხდა პრორუსული „შარის პარტიის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

500-მდე აქტივისტი „შარის პარტიისა“, რომელიც პრორუსულად ორიენტირებულმა უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ დააარსა, 17 ივნისს ზელენსკის ოფისის წინ გამოვიდა მოწოდებებით, შეწყდეს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობა.

იმავე ადგილზე შეიკრიბა ასევე რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება „დემოკრატიული ნაჯახის“ 200-მდე წევრი, მათი თქმით, „მორალისტური საუბრისთვის: კიევი - უკრაინული ქალაქია“.

როგორც იტყობინებიან, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ნაციონალისტური ჯგუფიდან. ისინი „შარის პარტიის“ წევრებს კვამლსადენ პეტარდებსა და ცრემლსადენ ბალონებს ესროდნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, წესრიგის დასამყარებლად საქმეში ჩაერია პოლიცია, რომელიც საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა.

პრორუსული ჯგუფი უკმაყოფილოა იმით, რაც მოხდა 15 ივნისს კიევის სასამართლოსთან, როცა წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინული ულტრამემარჯვენე გასამხედროებული დაჯგუფების ყოფილ ლიდერს, სერგეი სტერნენკოს.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალა ასახავს, როგორ სცემს პოლიცია 15 ივნისს სასამართლოს შენობასთან გამართული დემონსტრაციის წევრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG