Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს კაცის მკვლელობაში ბრალდებული


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 1965 წელს დაბადებული ც.ა., განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე ოჯახის ახლობელს - 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ც.ა. რამდენიმე საათში დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG