Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს მართავენ პოლ უილანის შესაძლო გაცვლის შესახებ აშშ-ში პატიმრობაში მყოფ ბუტსა და იაროშენკოზე


მარცხნიდან: პოლ უილანი, ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკო.
მარცხნიდან: პოლ უილანი, ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკო.

როგორც იტყობინებიან, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ ამერიკელი პოლ უილანის შესაძლო გაცვლის თაობაზე აშშ-ში ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფ ვიქტორ ბუტსა და კონსტანტინ იაროშენკოზე. რუსეთის სასამართლომ უილანს მიმდინარე კვირაში პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით.

17 ივლისს ინტერფაქსი ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებებში საუბარია ბუტსა და იაროშენკოზე.

„თუკი მიღწეულ იქნება შეთანხმება, მაშინ შედგება ე.წ. გაცვლა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი შეიწყალებს რუსებს და რუსეთის პრეზიდენტი შეიწყალებს უილანს,“ მოჰყავს სააგენტოს ოფიციალური პირის სიტყვები.

უილანს, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მოსკოვში, 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ის 15 ივნისს სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო.

უილანის თქმით, რომელიც დანაშაულს უარყოფს, მისი სასამართლო პროცესი დადგმული იყო.

მიმომხილველთა აზრით, უილანის დაპატიმრების მიზანი იყო, რუსეთს შეძლებოდა მისი გაცვლა აშშ-ში მყოფ რუს პატიმრებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG