Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭუბერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში ღამით გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება დაიწყო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG