Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა


გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია არ მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს), სადაც დილის 10 საათზე გამოსაკითხად იყო დაბარებული.

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“ უთხრა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი გაბუნია სასამართლოში დაიკითხოს და არა სუს-ში. ამავე მიზეზით, 17 ივნისს სუს-ში არ მივიდა „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოკითხავენ გვარამიას და გაბუნიას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

მათი გამოკითხვა უკავშირდება ნიკა გვარამიას საჯარო განცხადებას, რომ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. 2019 წლის ივლისში, გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG