Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას ევროტურნირები აგვისტოში განსხვავებული ფორმატით დასრულდება


უეფა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონს შეცვლილი ფორმატით ჩაამთავრებს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული რვა კლუბი ორ თვეში ლისაბონში გამოავლენს უძლიერესს. მინიტურნირი 12 აგვისტოს დაიწყება თითომატჩიანი მეოთხედფინალებით. ასევე თითო თამაშში გამოვლინდებიან ფინალისტები, გადამწყვეტი შეხვედრა კი 23 აგვისტოს შედგება.

კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების ჩატარების თარიღებს უეფას აღმასკომი 10 ივლისს დააზუსტებს. სავარაუდოდ, იმავე დღეს შედგება მეოთხედფინალების წილისყრაც.

ევროპა ლიგაც მინიტურნირით დასრულდება. თამაშებს 10-21 აგვისტოს გერმანიის ქალაქები კიოლნი, დუისბურგი, დიუსელდორფი და გელზენკირხენი უმასპინძლებენ, ფინალი კი კიოლნში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG