Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია


საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, ხუთიდან ოთხი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში არიან „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა)“.

18 ივნისს დილით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 893-მდე გაიზარდა. მათგან 739 გამოჯანმრთელებულია. 14 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG