Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე მეორე ტალღაზე: საჭიროებისას შეგვიძლია გამოვყოთ რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს პრიორიტეტად კოვიდ 19-ის მაქსიმალური შეკავება რჩება, თუმცა მობილიზებულია 4 000-მდე საწოლი, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ სისტემას ერთდროულად შეუძლია 4000 კოვიდ პაციენტს მოემსახუროს.

რაც შეეხება სავარაუდო მეორე ტალღისთვის მზადებას, მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სექტორის სრული აუდიტი ჩატარდა, პერსონალმა შეისწავლა უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ინფექციის მართვისთვის და საჭიროების შემთხვევაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას რეგიონის საავადმყოფოებიც შეძლებენ:

„გვაქვს იმის საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო გამოვყოთ კოვიდის საჭირო საავადმყოფოდ, რაც ბევრად უფრო შეუფერხებლად იქნება და უსაფრთხოდ ჩვენი მოქალეებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რეგიონული საავადმყოფოების ნაწილი ტექნიკურად უკვე გადაიარაღდა, ნაწილისთვის კი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მობილიზებული თანხების საშუალებით შესყიდვების პროცედურები მიმდინარეობს.

დღეს 18 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG