Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე სამუშაო ჯგუფი მომავალ კვირას შეიკრიბება


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე ყურადღება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და პანდემიის დროს საჭირო ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზი, მაგრამ დაგვჭირდება განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ალბათ, მომავალ კვირაში შედგება ასეთი განხილვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და პარტნიორების მონაწილეობით", - თქვა კობახიძემ.

დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან არჩევნების საკითხებზე შეხვედრას მართავდნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც.

ბოლო მონაცემებით, არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს. თუმცა ასევე გაჟღერდა მოსაზრება, რომ თუ კორონავირუსის საფრთხე მაღალი იქნებოდა, შეიცვლებოდა თარიღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG