Accessibility links

ალექსანდრ ლუკაშენკას ოპონენტი ვიქტორ ბაბარიკო დაკითხვაზე მიიყვანეს


ვიქტორ ბაბარიკო

ბელარუსში მომავალ საპეზიდენტო არჩევენში ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარ მეტოქედ მიჩნეული ბიზნესმენი და „ბელგაზპრომბანკის“ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ ბაბარიკო, დაკითხვაზე მიიყვანეს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში.

ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ბელარუსის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ. ვიქტორ ბაბრიკოსთან ერთად გამომძიებლები დაკითხავენ მის შვილს, ედუარდს.

მათი ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვეს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის შენობაში. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ბიზნესმენის სახლში ტარდება ჩხრეკვა.

ვიქტორ ბაბარიკოს და მისი შვილი დაკითხვა მიმდინარეობს „ბელგაზპრომბანკის“ მხრიდან გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე. საკრედიტო ბანკს, რომლის აქციონერები რუსეთის "გაზპრომი" და კომპანია "გაზპრომბანკია", 20 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ბაბარიკა.

„ბელგაზპრომბანკის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აღძრული კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში, 11 ივნისს სამართალდამცველებმა დააკავეს ბანკის ყოფილი და ამჟამინდელი 15 თანამშრომელი.

ბანკის შენობაში პოლიციამ ჩხრეკვის დროს ამოიღო 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150 ნახატი, რომელიც, ოფიციოზის თქმით, გამაზადებული იყო საზღვარგარეთ გასატანად.

ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი მიიჩნევს, რომ „ბელგაზპრომბანკის“ შიგნით მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, გამარჯვების შემთხვევაში მეექვსე ვადით დაიკავებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს.

ალექსანდრ ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG