Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ორი კანდიდატი


მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი არიან წარდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებად. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიდან ტურავას დასახელებას ხუთმა კოლეგამ დაუჭირა მხარი, იმერლიშვილს - ორმა.

პროცედურის თანახმად, თავმჯდომარის ასარჩევად ხუთი ხმა საკმარისია, თუმცა, როგორც მერაბ ტურავა ამბობს, პირველ ეტაპზე ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა გარანტირებულად არჩევას არ ნიშნავს, რადგან კენჭისყრა ფარულია და არავინ იცის რა მოხდება.

„თუ მოსამართლეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განაცხადს, იგივე პოზიციაზე იქნებიან კენჭისყრის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმების რაოდენობა საკმარისია, მაგრამ კენჭისყრა არის ფარული და გადაწყვეტილება ასე მიიღება. შესაბამისად, არ ვიცი რა მოხდება. ეს არის მოსამართლეების ნებაზე დამოკიდებული'', - ამბობს მერაბ ტურავა.

კენჭისყრა მომავალ კვირას ჩატარდება. თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობიდან ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG