Accessibility links

საქართველოში გამოკითხულთა თითქმის 80% საჭიროდ მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას


საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა.

ეს შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“.

2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1763 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.

2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას საჭიროდ თვლიდა 80%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG