Accessibility links

კრამონი: გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვა  „პრორუსული“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ


ვიოლა ვონ კრამონი

ევროპარლამენტარი, გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ გერმანიის პროკურატურამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არასწორად გამოიყენა სიტყვა „პრორუსული“.

სოციალურ ქსელში იგი წერს, რომ საქართველოს უწყებებმა წარმატებით აიცილეს თავიდან სავარაუდოდ კადიროვის მიერ დაგეგმილი მკვლელობა:

„ქართულმა ოფიციალურმა უწყებებმა, საბედნიეროდ, თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ დაუკვეთა კადიროვმა. ევროკავშირი მეზობლებს უფრო მეტად უნდა დაეხმაროს თავის მეზობლებს ასეთ მძიმე დანაშაულთან გამკლავებაში. გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. ეჭვმიტანილს ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს ბრალდებულს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკვებული.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“ აღნიშნულია დოკუმენტში.

2019 წ. 4 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საკუთარ ხელში აიღო. მანამდე საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG