Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნიას თქმით, გამოკითხვაზე ჰკითხეს, რა ინფორმაციას ფლობდა ის


თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლის თანდასწრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია გამოკითხეს. მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი კითხვები იმის შესახებ იყო, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ის.

"ადგილი ჰქონდა ჩემი სიცოცხლის ლიკვიდაციის, ხელყოფის და ამაზე იყო აქცენტი - რა ინფორმაცია მომაწოდა [ნიკა გვარამიამ], რამდენად დეტალური იყო, თუ მითხრა ვინ იყო წყარო. ასევე აქცენტი იყო იმაზე, ხო არ მიფიქრია სამართალდამცავებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც გვარამიამ მითხრა", - თქვა გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ ის ენდობა "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც უთხრა, რომ მისი ინფორმაციის წყარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო და, შესაბამისად, აზრი არ ჰქონდა ამავე უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG