Accessibility links

აშშ მონობის დასრულების 155-ე წლისთავს აღნიშნავს


მაღაზიის ვიტრინა დორჩესტერში.

აშშ დღეს აღნიშნავს მონობის დასრულების 155-ე წლისთავს. წელს ამ არაოფიციალურმა დღესასწაულმა, რომელსაც Juneteenth-ს უწოდებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ამერიკაში პოლიციის მიერ აფრიკელ ამერიკელთა მოკვლის შემთხვევებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

დემონსტრაციებით, რელიგიური და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება 1865 წლის ის დღე, როცა უნიონისტი გენერალი ტეხასში ჩავიდა, რათა აფრიკელი ამერიკელი მონებისთვის ემცნო მათი განთავისუფლება.

1980 წელს ეს დღე ტეხასში უქმედ გამოცხადდა. ამჟამად ის კიდევ 46 სხვა შტატში და კოლუმბიის ოლქშია აღიარებული დღესასწაულად, მაგრამ მისი აღნიშვნის წესები განსხვავდება.

მაშინ, როცა წელს ბევრმა ქალაქმა პანდემიის გამო გააუქმა ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ზოგმა ონლაინ კონფერენციები და მცირე ღონისძიებები არჩია.

წლევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ვინაიდან ამერიკაში გამწვავებულია რასიზმის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემები, მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს მინესოტაში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გაისმის პოლიციის რეფორმირების მოთხოვნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG