Accessibility links

გიორგი გაბუნიას თქმით, მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს


"მთავარი არხის" ერთ-ერთი სახე, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ სახელმწიფომ მას დაცვა შესთავაზა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ გამოკითხეს, რაც მისი ლიკვიდაციის მომზადების გეგმაზე ინფორმაცია გავრცელდა.

"მოვილაპარაკებ ადვოკატთან ერთად. შემომთავაზეს ყველა სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, სახელი და გვარი შეიცვალეო", - თქვა მან, რომელსაც უკვე ჰყავს კერძო დაცვა.

გაბუნიას თქმით, გაუთქმელობისთვის რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და დეტალებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძირითადი კითხვები იმას შეეხებოდა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ის.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG