Accessibility links

შალვა შავგულიძე: მთაწმინდაზე ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც განიხილება


შალვა შავგულიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ ოპოზიციის გაერთიანებულ მაჟორიტარ კანდიდატად თბილისის ერთ-ერთ ოლქში მისი კანდიდატურაც განიხილება:

„მთაწმინდაზე ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იქნება აქ მაგიდაზე საერთო შეთანხმების შედეგად“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ამ წუთებში ლეიბორისტულ პარტიაში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების შესაჯერებლად კონსულტაციებს მართავენ. გავრცელებული ცნობით, თბილისის ორ ოლქში, დიდუბესა და საბურთალოზე, ოპოზიცია საერთო კანდიდატს არ დაასახელებს. „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციას შესთავაზა, 4 ოლქში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელდნენ ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, შალვა შავგულიძე და გიორგი ვაშაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG