Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" ოპოზიციას შავგულიძის, ნათელაშვილის, ხოშტარიასა და ვაშაძის კანდიდატურებს სთავაზობს


Georgia - Meeting of opposition at Georgian Labour Party.
Georgia - Meeting of opposition at Georgian Labour Party.

„ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციას თბილისის 4 ოლქში საერთო კანდიდატებად შესთავაზა შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი.

როგორც ლეიბორისტულ პარტიაში კონსულტაციების დაწყებამდე პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის. დავით ბაქრაძის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება ამ ეტაპზე დარჩენილი 2 ოლქის სხვა ოპოზიციური ძალებისთვის ღიად დატოვებას ითვალისწინებს:

„რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილიში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

ამიტომ ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არამხოლოდ პოლიტიკური სურათი თბილისის არჩევნებში“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 2-ში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დასახელდებიან. ნიკა მელიას თანახმად, გლდანში კენჭს თავად იყრის, ხოლო სამგორის ოლქში - ლევან ხაბეიშვილი.

ლეიბორისტულ პარტიაში მიმდინარე კონსულტაციებზე დღეს თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების შეჯერება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG