Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები თბილისში ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან


ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გამარჯვებისთვის თბილისის გლდანისა და სამგორის მაჟორიტარულ ოლქებში ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებენ.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს, 19 ივნისს მიმდინარე კონსულტაციების დაწყებამდე, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თავად გლდანის ოლქში იყრის კენჭს, ხოლო ლევან ხაბეიშვილი სამგორში.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან „ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოლქში წარადგენს კანდიდატურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG