Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია Obozrevatel-ის გავრცელებულ ჩანაწერზე: ორჯერ ორი ოთხია, რომ ჩანაწერი მონტაჟის გზითაა შექმნილი


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაეცნო გამოცემა Obozrevatel-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს და როგორც პროფესიონალს, შეუძლია დაბეჯითებით თქვას, რომ იგი არაავთენტურია და მონტაჟის გზითაა შექმნილი:

„მე ვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა რაღაცეები იქ იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის დასწრებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მან მედიასთან განმარტა, რომ ამ დრომდე არ უცდია საუბრის ნამდვილობის გადამოწმება იმ პირებთან, რომლებიც ჩანაწერში არიან, თუმცა ამის გაკეთებას აპირებს.

კითხვაზე, რას შეცვლის მისთვის და გამოძიებისთვის ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირადად მისთვის ამან შეიძლება შეხედულებების მცირედი კორექცია გამოიწვიოს, თუმცა მეტი არაფერი.

ნიკა გვარამიამ მედიასთან აღნიშნა, რომ მისთვის არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვაა, მით უმეტეს, როცა საქმე თანამშრომელს და უახლოეს მეგობარს ეხება.

უკრაინულმა გამოცემა Obozervatel-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დიალოგს ასახავს. მასში საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე.

ჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG