Accessibility links

site logo site logo

მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები ხელისუფლების გამარჯვებას შეუწყობენ ხელს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მათ გამარჯვების მიღწევაში ეხმარება. ასე აფასებს ის ოპოზიციური ერთობის მიერ 19 ივნისს დასახელებულ მაჟორიტარობის 6 კანდიდატს.

„ჩემთვის არანაირ მიზანს არ წამოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, რომ უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს თუნდაც ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია მათ შორის, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ახმოვანებენ. პიროვნულად არ მიიღოს არცერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც წარმატების საფუძველი ისიც იქნება, რომ პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი, როდესაც ისინი საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს”, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში დასახელებელ კანდიდატებზე შეთანხმდა.

  1. ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;
  2. ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;
  3. შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;
  4. გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;
  5. შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;
  6. ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.

ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში საერთო კანდიდატებზე ჯერ არ შეთანხმებულა. მათ ამ ოლქების გარდა კიდევ 22 ოლქში უნდა დააყენონ საერთო ან საკუთარი კანდიდატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG