Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტში მკვდარი იპოვეს ჟურნალისტების „წამებასთან“ კავშირში მყოფი ირანელი ყოფილი მოსამართლე, რომელიც იძებნებოდა


რუმინეთი - ღოლამრეზა მანსურის სიკვდილი
რუმინეთი - ღოლამრეზა მანსურის სიკვდილი

ირანელი ყოფილი მოსამართლე, რომელზეც სამშობლოში ძებნა იყო გამოცხადებული კორუფციაში ბრალდების გამო, რუმინეთის დედაქალაქში მკვდარი ნახეს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

პოლიციის თანახმად, 52 წლის კაცი 19 ივნისს დაიღუპა თავდაპირველად გამოთქმული ვარაუდის თანახმად, სასტუმროს მაღალი სართულიდან გადავარდნის შემდეგ. გარდაცვლილი იყო „უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა“, განაცხადა ბუქარესტის პოლიციამ, რომელმაც დასძინა, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ადგილობრივი მედიის ცნობა, რომ საქმე ეხება ღოლამრეზა მანსურის, რომელსაც ირანში ბრალად ჰქონდა წაყენებული ქრთამის სახით 500 ათასი ევროს აღება. მანსური რუმინეთის პოლიციამ გასულ კვირაში დააკავა, მაგრამ საპატიმროში არ მოუთავსებია და პოლიციის კონტროლის ქვეშ იყო, სანამ ექსტრადიციის და ირანისთვის გადაცემის გარშემო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ირანის ინტერპოლის ხელმძღვანელობამ რუმინეთიდან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მანსური ფანჯრიდან გადავარდა.

უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, მანსური გერმანიაში იყო და იქ უნდა მომხდარიყო მისი გასამართლება თეირანში მოსამართლედ მუშაობის დროს ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრების განკარგულების გაცემისთვის.

პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რეპორტიორები უსაზღვრებოდ, საჩივარი შეიტანა გერმანიის პროკურატურაში მანსურის წინააღმდეგ, რომელსაც უფლებადამცავი ორგანიზაცია ბრალადე სდებს 2013 წელს ოცამდე ჟურნალისტის დაპატიმრებასა და წამებაში.

გასულ კვირაში ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო ჩანწერში მანსური უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ირანი დატოვა დაუდგენელი დაავადების სამკურნალოდ და პანდემიამ ხელი შეუშალა შინ დაბრუნებაში. მას არ უთქვამს, სად იმყოფებოდა იმ მომენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG