Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავეები საერთაშორისო შეჯიბრებებს სექტემბრიდან განაახლებენ


ჭიდაობაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა სექტემბერში დასრულდება. 17 ივნისს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ბიუროს სხდომაზე 2020-2021 წლების საერთაშორისო კალენდარში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღეს.

პირველები ხალიჩას სექტემბერ-ოქტომბერში ჭაბუკები, ახალგაზრდები და 23-წლამდელთა ასაკობრივი ჯგუფის მოჭიდავეები დაუბრუნდებიან კონტინენტის პირველობებით, თუმცა შესაძლებელია ეს შეჯიბრებები, რეგიონში ეპიდემიის სიტუაციიდან გამომდინარე, ისევ გადაიდოს.

ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატები 23-წლამდელთა და 21-წლამდელთა შორის, ჭაბუკებსა და ვეტერანებში კი 2020 წელს პლანეტის პირველობა აღარ ჩატარდება.

ჯერჯერობით უცნობია, დააბრუნებს თუ არა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება კალენდარში მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ოლიმპიური თამაშების გამო წლეულს არ უნდა გამართულიყო, მაგრამ, ვინაიდან ოლიმპიადა გადაიდო, გაჩნდა აზრი, რომ UWW სატურნირო განრიგს შეცვლიდა. ეს საკითხი დღის წესრიგში მართლაც დგას და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებენ. დაბოლოს, ოლიმპიური თამაშებისთვის კონტინენტური საკვალიფიკაციო ტურნირები 2021 წელს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG