Accessibility links

დღეიდან ვაკეში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება


თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან, 20 ივნისიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს - ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად, ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, აღდგება შემდეგი ნომერი ავტობუსების მოძრაობა:

N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 N140.

20 ივნისიდან ჭავჭავაძის გამზირზე N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსები საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით:

ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები.

კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა თავისუფალი იქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG