Accessibility links

Covid 19 საქართველოში კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე www.stopcov.ge სულ 898 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი - სულ მათი რიცხვი 752-ა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG