Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ავსტრიაში გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკებები განიარაღების თაობაზე


აშშ-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ავსტრიაში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაიმართება მოლაპარაკებები განიარაღების თაობაზე.

იარაღის კონტროლის საკითხებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი, მარშალი ბილინგსლი 22-23 ივნისს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს და მოლაპარაკებებს გამართავს „ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებზე, რომლებიც შეიარაღების კონტროლის მომავალთანაა დაკავშირებული“, განაცხადა პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა მიწვევა გაუგზავნა ჩინეთს, ასევე მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ჩინეთს, შეუერთდეს აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებებში, რომელთა მიზანია, შეიცვალოს „ახალი START“-ის სახელით ცნობილი ხელშეკრულება (სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულება).

ამ ხელშეკრულებას, რომლითაც აშშ-ისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ბირთვული იარაღის რაოდენობა თითოეულისთვის მაქსიმუმ 1550-ით არის განსაზღვრული, მომავალი წლის თებერვალში გასდის ვადა.

ჩინეთმა, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, 300-მდე ერთეული ბირთვული იარაღი მოეპოვება, არაერთხელ უარყო ტრამპის წინადადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG