Accessibility links

ევროპაში COVID-19-ის შემთხვევებმა 2,5 მილიონს გადააჭარბა, ვირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება სამხრეთ ამერიკაში


ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა. მათ ნახევარზე მეტი მოდის რუსეთზე, დიდ ბრიტანეთზე, ესპანეთსა და იტალიაზე.

ევროპაში, რომელიც კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული კონტინენტია, პანდემიას დღემდე 192 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ ამერიკაში კი ყველაზე უფრო მაღალია პანდემიის გავრცელების ტემპი.

მსოფლიო მასშტაბით 20 ივნისისთვის აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 8,7 მილიონი შემთხვევა, მათ შორის გარდაცვლილია 460 ათასი.

როგორც მიიჩნევა, ოფიციალური მონაცემები რეალური ვითარების მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG