Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აშშ-ის საელჩოში კორონავირუსის ინფექცია აღმოჩნდა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქაბულში აშშ-ის საელჩოში კორონავირუსის ინფექცია აღმოჩნდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი არ იტყობინება, რამდენი ადამიანია ინფიცირებული, მაგრამ საელჩოს წარმომადგენელმა AP-ს განუცხადა, რომ ინფექცია აღმოაჩნდა 20-მდე ადამიანს. მათ უმრავლესობას წარმოდგენენ ნეპალელები, რომლებიც საელჩოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„საელჩო სათანადო ზომებს იღებს COVID-19-ის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 ივნისს.

ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირების 28424 შემთხვევაა დადასტურებული. სატესტო ტექნიკის სიმწირე და მათზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ რიცხვები ბევრად მაღალია, აცხადებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მონიტორინგს აწარმოებენ.

აქამდე ავღანეთში ნატოს ჯარების რამდენიმე წარმომადგენელსაც აღმოაჩნდა ინფექცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG