Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას: ის სასტიკი ღამე არ შეგრჩებათ


„დღეს იმ ავბედითი ღამის, 20-21 ივნისი ღამის გახსნების დღეა და უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ის ღამე მათ არ შერჩებათ. ყველა აგებს პასუხს, ვინც იმ სასტიკ ღამეში მონაწილეობდა, ტყვიებს ისროდა და სისხლს ღვრიდა. ხელისუფლებამ ზუსტად იმ ღამით გამოუატანა განაჩენი თავის თავს“, - ასე მიმართა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს 20 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ერთიანობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის იქნება პირველი მებრძოლი საქართველოს გულისთვის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

„გამარჯვებას და ღირსებას გისურვებთ! ღირსებას, რომელიც არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ერთი წლის წლის რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიას უნდა გაძღოლოდა.

სესიაში 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და მისი თბილისში ჩატარება უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მონდომებითა და ინიციატივით დაიგეგმა.

გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა იქვე გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა. პროტესტი ქუჩის აქციებში გადაიზარდა.

იმ ღამით რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით აქცია დაშალეს. დაშავდა ასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დააკავეს. ხუთმა მათგანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარია მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG