Accessibility links

დონალდ ტრამპი ოკლაჰომაში მართავს პანდემიის დაწყების შემდეგ პირველ საარჩევნო მიტინგს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შაბათს ოკლაჰომაში ჩასვლა აქვს დაგეგმილი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი საარჩევნო ღონისძიების ჩასატარებლად.

მისი მომხრეები იკრიბებიან მიტინგის გასამართად ქალაქ ტალსის 19000-ადგილიან არენაზე.

ტალსის მერმა ჯ. ტ. ბაინუმმა 18 ივნისს კომენდანტის საათი გამოაცხადა იმის შიშით, რომ ტალსაში იმავეს მოიმოქმედებდნენ, რაც გააკეთეს აშშ-ის მთელ რიგ სხვა ქალაქებში, როცა ანტირასისტულ საპროტესტო გამოსვლებს ძალადობრივი აქტები და მაღაზიებისა და კომპანიების დარბევა სდევდა თან. 19 ივნისს კომენდანტის საათი კვლავ გაუქმდა.

ასევე ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ნებისმიერ „პროტესტის გამომხატველს, აგიტატორს, მაროდიორსა და ნაძირალას“, რომელიც ოკლაჰომაში ჩავა, მოეპყრობიან არა ისე, როგორც ნიუ-იორკში, სიეტლსა ან მინეაპოლისში, სადაც მაროდიორობას და ძალადობას ჰქონდა ადგილი მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების დროს. „ბევრად უფრო განსხვავებული სცენა იქნება!“ დაწერა ტრამპმა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში აშშ-ის მასშტაბით დემონსტრაციები გაიმართა მას მერე, რაც 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

ოკლაჰომის უზენაესმა სასამართლომ ბოლო მოუღო აზრთა კიდევ ერთ სხვადასხვაობას, როცა უარყო მოთხოვნა, მიტინგზე შეკრებილები ეიძულებინათ პირბადეები გაეკეთებინათ და სოციალური დისტანცია დაეცვათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG