Accessibility links

"კონსერვატიული პარტია" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს


პარლამენტის წევრები "კონსერვატიული პარტიიდან" მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია მომავალ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევა და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

როგორც ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ ქართული ოცნების, "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების" დეპუტატები. მხარდამჭერთა შორის იქნებიან დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატებიც. მხარდაჭერაზე ისევ უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG