Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი: როგორც ჩანს, ევროპული საქართველო იძულებული გახდა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" არ სურთ საქართველოში არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე განაცხადა, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ "ევროპული საქართველო" დოკუმენტს მხარს დაუჭერდა.

"როგორც ჩანს, ისინი იძულებულები გახდნენ მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორების განცხადებით, ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ ის, თუ კენჭისყრაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას", - თქვა კახიანმა.

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევა და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

როგორც ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ ქართული ოცნების, "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების" დეპუტატები. მხარდამჭერთა შორის იქნებიან დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატებიც. მხარდაჭერაზე ისევ უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG