Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტია იმარჯვებს


წინასწარი მონაცემებით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტია იმარჯვებს ხმების 63 პროცენტით. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს.

თუკი წინასწარი შედეგები საბოლოოდ დადასტურდება უახლოეს დღეებში, სერბეთის პროგრესული პარტია კიდევ ოთხი წლით მიიღებს მყარ მანდატს.

მეორე ადგილზეა სოციალისტური პარტია, რომელმაც ხმების 10,6 პროცენტი მოიპოვა. მესამეზე - სერბეთის პატრიოტული კავშირი (დაახლოებით 4 პროცენტი).

მაისში უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა განაცხადა, რომ სერბეთს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ განიხილავს ვუჩიჩის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში დემოკრატიის შევიწროების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და მმართველობის ბელადური მეთოდების გამოყენების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG