Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ ვენახები, ხორბლის ყანები და საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ანაგასა და ჯუგაანში. სეტყვას თან ახლდა ძლიერი წვიმა და ქარი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა და ვენახების, ყანების და ბაღების 70-90% დააზიანა. სტიქიით დაზარალებული ელიზბარ ჩუთლაშვილი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა შედეგი არ დადგა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი გოგილაშვილმა რადიო თავისუფლება უთხრა, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ. მერის თქმით, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შექმნილ ვითარებას დილიდან სწავლობენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG