Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 908-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 761-ია.

22 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2710 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG