Accessibility links

პანდემიამ Lufthansa-ს დააკარგინა უმსხვილესი კომპანიის სტატუსი


გერმანულმა ავიაკონცერნმა Lufthansa-მ 32 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ადგილი დაკარგა საფონდო ინდექს Dax-ში, სადაც გერმანიის 30 უმსხვილესი, ლიკვიდური კომპანია შედის.

გერმანიის საფონდო ბირჟა Dax-ის შემადგენლობას რეგულარულად ამოწმებს ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სავაჭრო ბრუნვა და კომპანიის საბირჟო ფასი.

დღეიდან Lufthansa წარმოდგენილი იქნება MDax-ის ინდექსში, რომელიც საშუალო საწარმოებს აერთიანებს.

Lufthansa სერიოზულად დააზარალა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა. ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია თითქმის აღარ ახორციელებს სამგზავრო რეისებს. კომპანიის აქციები მკვეთრად გაუფასურდა. გერმანიის მთავობამ Lufthansa-ს გადასარჩენად 9 მილიარდი ევრო გამოყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG