Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წევრებს მიულოცა წარმატება და საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება.

“ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული(77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით(ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG