Accessibility links

ვენაში დაიწყო მოლაპარაკება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის


აშშ-ის დელეგაცია ვენაში

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ვენაში ჩავიდნენ, სადაც ორდღიან მოლაპარაკებას გამართავენ ახალი START-ის თაობაზე.

22 ივნისს, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბელინგსლიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ფრთხილი კომენტარების გააკეთეს შეხვედრის დაწყების წინ.

„გამოჩნდება“, - განაცხადა ბელინგსლიმ შეკითხვაზე, თუ რას მოელის მოლაპარაკებისგან.

ასევე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა რიაბკოვიც: „დავინახავთ, დავინახავთ. ჩვენ ყოველთვის იმედიანად ვართ განწყობილნი“.

რუსეთი გამოდის მოწოდებით, რომ 2021 წლის შემდეგაც გაგრძელდეს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების ვადა, რომელიც ადგენს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ზღვრულ ოდენობას ორივე ქვეყნისათვის, თითოეულისთვის 1550 ბირთვული ქობინის სახით.

აშშ მოითხოვს, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის გარდა, შეზღუდვა გავრცელდეს ჩინეთის ბირთვულ არსენალზეც. პეკინმა, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, 300-მდე ერთეული ბირთვული იარაღი მოეპოვება, არაერთხელ უარყო ვაშინგტონის წინადადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG