Accessibility links

უკრაინაში გამოკითხულთა 35% წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო


ლენინის ძეგლის დემონტაჟი უკრაინაში

უკრაინაში გამოკითხულთა 35% წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და მიიჩნევს, რომ უკრაინის ყოფნამ სსრკ-ის ფარგლებში მათ სიკეთე უფრო მოუტანა.

28% მიიჩნევს, რომ სსრკ-ში ყოფნა ზიანის მომტანი უფრო იყო. ხოლო რესპონდენტთა 25,5%-ს უჭირს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

გამოკითხვა 24 -31 მაისს ჩაატარა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა. გამოკითხვის თანახმად, საბჭოთა კავშირის მიმართ ყველაზე დიდი ნოსტალგია (81,5%) აქვს პრორუსული ლიდერის, იური ბოიკოს, ელექტორატს, 44,5% - ნაციონალისტ ოლეგ ლიაშკოს, 39,3% - იულია ტიმოშენკის ამომრჩევლებს. რაც შეეხება ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის დაშლას წუხს ვოლოდიმირ ზელენსკის ელექტორატის 28,7%.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამასთან, 2013 წლის მაისის ანალოგიური კვლევასთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში უფრო მეტ სარგებელს ხედავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG