Accessibility links

პროკურორი რეჟისორ კირილ სერებრენნიკოვისთვის 6-წლიან პატიმრობას ითხოვს


კირილ სერებრენნიკოვი

სასამართლოზე, სადაც „მეშვიდე სტუდიის“ საქმე განიხილება, მოსკოვის პროკურორმა 22 ივნისს ექვსწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მოითხოვა რეჟისორ კირილ სერებრენნიკოვისთვის ბიუჯეტისათვის მიყენებული ფინანსური ზარალის გამო.

ბრალდება მიიჩნევს, რომ სერებრენნიკოვისა და ასევე „მეშვიდე სტუდიის“ კიდევ სამი თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ქვეყნის ბიუჯეტს 129 მილიონი რუსული რუბლის ოდენობის ზარალი მიადგა. ადრე საქმეში ფიგურირებდა 133 მილიონი.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება 3 წლის განმავლობაში გრძელდება. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

2018 წლის სექტემბერში მოსკოვის მეშჩანის სასამართლომ პროკურატურას უკან დაუბრუნა საქმე, მასში ფინანსურ-ეკონომიკური ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი წინააღმდეგობების გამო.

რუსმა რეჟისორებმა, არტისტებმა, მუსიკოსებმა და თეატრების ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას, რათა პროკურატურიდან უკან გაიწვიოს სარჩელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG