Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: პირველ მოსმენაზე მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ კუთხეში მოგვემწყვდია ივანიშვილი


"ევროპული საქართველოს" ლიდერი და პარლამენტის წევრი, გიგა ბოკერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, თუ გიორგი რურუა ციხეს არ დატოვებს. ამის შესახებ ის "რუსთავი 2"-ს ესაუბრა.

"პირველს მივეცით ხმა იმიტომ, რომ კუთხეში მოგვემწყვდია [ბიძინა] ივანიშვილი, ახლა თუ ჩააგდებს ამას..." - თქვა ბოკერიამ.

კანონპროექტის ჩაგდების რისკებზე ისაუბრა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც:

"რისკი მაინც რჩება იქამდე, ვიდრე ბოლომდე არ იქნება სამივე კენჭისყრა დასრულებული. ამიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ამით დასრულდა პროცესი".

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG