Accessibility links

ირაკლი კობახიძე: გავრილოვი და "ნაციონალური მოძრაობა" ჰარმონიზებული არიან ერთმანეთში


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც თანამდებობის დატოვება გასულ წელს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის გაპროტესტების ფონზე მოუწია, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რუსულ საქმეს აკეთებს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია და რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჰარმონიზებულად მოქმედებენ.

"რამდენიმე განცხადება გააკეთა გავრილოვმა შარშანდელი წლის შემდეგ და ყოველი თავისი განცხადებით "სატოპკეებს" უწევს "ნაციონალურ მოძრაობას" და ძალიან ჰარმონიზებული არიან ისინი ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას იმიტომ, რომ მათ უჩენთ სპეკულაციის საგანს და ძალიან კარგად იკვეთება, ვის ინტერესში რა შედის", - თქვა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიანი პერიოდის დროს და ახლაც, როცა ოპოზიციაშია, ქვეყანაში "რუსულ საქმეს" აკეთებს:

"სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, უმსხვილესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას და 2012 წლიდან თითოეული მათი ნაბიჯი სწორედ ემსახურება რუსულ საქმეს და ინტერესებს საქართველოში".

გასულ წელს, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა უნდა ჩატარებულიყო. ასამბლეის წევრი, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო პარლამენტის შენობასთან აქცია, საღამოს კი ხელისუფლებამ მისი მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG