Accessibility links

სერბეთის პრეზიდენტის პარტიამ არჩევნებში პოზიციები გაიძლიერა


ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ, როგორც ჩანს, დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება შაბათ-კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რითიც პოზიციები გაიძლიერა კოსოვოს სამომავლო სტატუსის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რომელსაც საერთშორისო შუამავლები ეყოლება.

22 ივნისს გამოქვეყნდა ხმათა 60 პროცენტზე მეტის დათვლით მიღებული შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ პრეზიდენტის პარტიას 61 პროცენტი აქვს, მის მოკავშირე სოციალისტურ პარტიას კი დაახლოებით 10 პროცენტი. არჩევნების ფონია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი და კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება.

მიღებული შედეგის მიუხედავად, ვუჩიჩი ამბობს, რომ ბევრი დრო არ ექნება გამარჯვების საზეომოდ, რადგან ბელგრადში 22 ივნიის ჩადის ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკებებში, მიროსლავ ლაიჩაკი, შემდეგ დღეს კი პრეზიდენტი მოსკოვში მიემგზავრება. "ამის შემდეგ არ ვიცი ბრიუსელში მიდივარ თუ ვაშინგტონში, მერე სლოვენიაში" - თქვა ვუჩიჩმა.

წინასწარი პროგნოზით, მემარჯვენე სერბიის პატრიოტული ალიანსი მესამე ადგილზე გავიდა, ხმების დაახლოებით 4 პროცენტით. სხვა ჯგუფებმა ვერ შეძლეს 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა 250-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG